Thursday, July 5, 2018

პროექტის თემა

   ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება,  უმნიშვნელოვანესია, რასაც ყველაზე მეტად მათი სპორტით დაკავება უწყობს ხელს.   
    როგორც მოგეხსენებათ, მძლეოსნობა სპორტის ერთერთი ყველაზე პოპულარული ოლიმპიური სახეობაა. ასეთი პოპულარობის გამო მას „სპორტის დედოფალს“ უწოდებენ.
       სამწუხაროდ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ბოლო პერიოდში ძალიან მოიკლო  სპორტის ამ სახეობით მოზარდების დაინტერესებამ.
         პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მძლეოსნობის შესახებ. გაეცნობიან თითეული სახეობისა თუ ქვესახეობის სპეციფიკას და ზოგად წესებს. ინტერნეტის და სპორტული ლიტერატურის გამოყენებით მოაგროვებენ ინფორმაციას მსოფლიოში და საქართველოში გამოჩენილი მძლეოსანი სპორტსმენების  შესახებ. ინტერვიუს საშუალებით მოიძებენ ინფორმაციას თელაველი მძლეოსნების და იმ ადამიანების შესახებ, ვინც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის. გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ პრეზენტაციებს, ინფორმაციას განათავსებენ სკოლის ვებგვერდზე. აღნიშნულ სპორტის სახეობასთან დაკავშირებით შექმნიან ბროშურას და წარუდგენენ თანატოლებს. 

4 comments:

  1. პროექტის თემა მომეწონა, სპორტის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ბავშვებს სპორტის სახეობების შესახებ და ამ პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობა, მათი დაინტერესება მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს არამარტო მათ ინფორმირებულობას, არამედ დაინტერესდნენ აქტიურად, მიყვნენ რომელიმე სპორტის სახეობას და სულაც, აღმოაჩინონ უნარი და ნიჭი, განავითარონ და ასახელონ საკუთარი ქალაქი. გისურვებთ წარმატებებს იდეის განხორციელებაში!

    ReplyDelete
  2. საერთოდ, სპორტი ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს უნდა იკავებდეს. მე მივესალმები თქვენი პოექტის თემას.რათა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

    ReplyDelete
    Replies
    1. უღრმესი მადლობა ქალბატონო დალი!

      Delete