Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

    დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ და ხალისით ჩაიარა. საბოლოოდ მოვაწესრიგეთ სამუშაო მასალები, პორტფოლიო, საპრეზენტაციო მასალა, რასთან  დაკავშირებითაც ინდივიდუალურად მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. ამის შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტები, მოვისმინეთ კოლეგების რეკომენდაციები, ტრენინგზე ნასწავლი მასალის პრაქტიკულად გამოყენება წარმატებით შევძელით. ამ ტრენინგზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება მაღალ შედეგებზე გაგვიყვანს. 
    დიდი მადლობა კოლეგებს საინტერესო  თანამშრომლობისთვის, დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც ძალღონე არ დაზოგა ტრენინგის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის!

Wednesday, July 18, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ. გავეცანით შეფასებების დაწერის წესს. ბევრი ვიმუშავეთ ინდივიდუალურად. დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება. „გუგლ-დრაივზე“ განვათავსეთ შესაბამისი ინფორმაციები.
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი. დიდი მადლობა  კოლეგებს და ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის. პატივისცემით:

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე გამორჩეულად დატვირთული იყო, როგორც სიახლეების გაცნობით, ასევე ინდივიდუალური მუშაობით. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და ტრენერის დახმარებით შევიტანეთ საჭირო შენიშვნები. ვისწავლეთ ვიდეოს განთავსება ბლოგზე. გავეცანით და დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება. შევიტანეთ შეფასების რუბრიკები და სასწავლო პროცედურები.
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კოლეგებს და განსაკუთრებით ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის. პატივისცემით:

Thursday, July 12, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. გავეცანით ბევრ სიახლეს. მათ შორის:

  •  ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის წესი ვებსაიტებიდან ინფორმაციის გადმოწერისას;
  •  გავიხსენეთ პრეზენტაციების გაკეთების წესები და ვისწავლეთ მათი განთავსება ბლოგზე;
  •  ვივარჯიშეთ პრაქტიკულად და მივიღეთ საშინაო დავალება.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის საინტერესო დღისთვის!