Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

    დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ და ხალისით ჩაიარა. საბოლოოდ მოვაწესრიგეთ სამუშაო მასალები, პორტფოლიო, საპრეზენტაციო მასალა, რასთან  დაკავშირებითაც ინდივიდუალურად მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. ამის შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტები, მოვისმინეთ კოლეგების რეკომენდაციები, ტრენინგზე ნასწავლი მასალის პრაქტიკულად გამოყენება წარმატებით შევძელით. ამ ტრენინგზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება მაღალ შედეგებზე გაგვიყვანს. 
    დიდი მადლობა კოლეგებს საინტერესო  თანამშრომლობისთვის, დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც ძალღონე არ დაზოგა ტრენინგის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის!

Wednesday, July 18, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ. გავეცანით შეფასებების დაწერის წესს. ბევრი ვიმუშავეთ ინდივიდუალურად. დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება. „გუგლ-დრაივზე“ განვათავსეთ შესაბამისი ინფორმაციები.
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი. დიდი მადლობა  კოლეგებს და ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის. პატივისცემით:

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე გამორჩეულად დატვირთული იყო, როგორც სიახლეების გაცნობით, ასევე ინდივიდუალური მუშაობით. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და ტრენერის დახმარებით შევიტანეთ საჭირო შენიშვნები. ვისწავლეთ ვიდეოს განთავსება ბლოგზე. გავეცანით და დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება. შევიტანეთ შეფასების რუბრიკები და სასწავლო პროცედურები.
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კოლეგებს და განსაკუთრებით ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის. პატივისცემით:

Thursday, July 12, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო. გავეცანით ბევრ სიახლეს. მათ შორის:

  •  ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის წესი ვებსაიტებიდან ინფორმაციის გადმოწერისას;
  •  გავიხსენეთ პრეზენტაციების გაკეთების წესები და ვისწავლეთ მათი განთავსება ბლოგზე;
  •  ვივარჯიშეთ პრაქტიკულად და მივიღეთ საშინაო დავალება.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის საინტერესო დღისთვის!

Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

    კიდევ ერთმა დღემ ჩაიარა საინტერესოდ და ნაყოფიერად. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოსრომელმაც ჩემში დიდი ინტერესი  გამოიწვია და  მოწონება დაიმსახურა. ამ სახელმძღვანელოს დახმარებით ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის მიზნები და მიმართულებები. ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას და შევიმუშავეთ ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შეგროვებული მასალა ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. დასასრულს კი კოლეგები გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და შევიტანეთ შესაბამისი შენიშვნები.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები:
1. რა ახდენს გავლენას  ადამიანის ჯანმრთელობაზე?
2. რამდენად ჯანმრთელები ვართ?
თემატური კითხვები:
1. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ აქტიურად დავკავდეთ სპორტით?
2. როგორ ვითარდებოდა სპორტის სახეობა „მძლეოსნობა“  წლების განმავლობაში?
3. რა ხელისშემშლელი ფაქტორებია ჩვენს ქალაქში მძლეოსნობის განვითარებისა  და პოპულარიზაციისთვის?
4. როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა?
შინაარსობრივი კითხვები:

1. რომელმა ქართველმა მძლეოსნებმა მიაღწიეს ყველაზე დიდ წარმატებებს მსოფლიო და ოლიმპიურ სარბიელზე?
2. რომელი თანამედროვე სპორტსმენები მიიჩნევიან მძლეოსნობის მსოფლიო ვარსკვლავებად მძლეოსნობის სახეობების მიხედვით?
3. რომელმა თელაველმა მწვრთნელ-მასწავლებლებმა შეიტანეს დიდი წვლილი წინა საუკუნის დასასრულს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში?

პროექტის მიზნები

მოსწავლეები
· გააცნობიერებენ და სათანადო ინტერპრეტირებას მოახდენენ სპორტის სახეობის, მძლეოსნობის სახეობებისა და ქვესახეობების სპეციფიკისა და მათი ურთიერთკავშირების შესახებ;
·  გამოიყენებენ ინტერვიუებს, სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვლებად;
· გააანალიზებენ ზოგადად სპორტში  აქტიური ჩართულობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესსის  გავლენას, მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობაზე;
· განიხილავენ და გაეცნობიან მსოფლიოში და საქართველოში ცნობილი მძლეოსნების მიღწევებს. საქართველოს და მსოფლიოს რეკორდებს სპორტის ამ სახეობაში;
·  ჩაატარებენ კვლევას თუ როგორ ვითარდებოდა სპორტის ეს სახეობა წლების განმავლობაში. როგორ შეიცვალა და დაიხვეწა მოძრაობები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა და გააუმჯობესა მანამდე არსებული სპორტული შედეგები. შეადარებენ ძველ და ახალ რეკორდებს;
· შეაგროვებენ და შეაფასებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს, რათა საკუთარი მიგნებები მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად წარმოაჩინონ.



Tuesday, July 10, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც ძალზედ ნაყოფიერი და დატვირთული იყო. შევისწავლეთ გუგლის დისკზე (გუგლ-დრაივი) მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება, დიზაინის შეცვლა. დავამთავრეთ და ავტვირთეთ ბროშურა. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა. მადლობა ტრენერს საინტერესო დღისთვის!

პროექტის კავშირი ესგ - სთან


ფ.ა.დაწყ.(II).4.

მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც მის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ფ.ა.დაწყ.(II).5.

მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.

        მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

     მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება,        პრობლემის გადაჭრაადამიანებთან ურთიერთობაგუნდური თამაშის წესების დაცვა.

XXI საუკუნის უნარები
ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;




    Monday, July 9, 2018

    მე - 3 დღის რეფლექსია

    დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. დღეს ჩვენ განვიხილეთ პროექტის იდეები, თემები. გავიგეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორად იდეა. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბლოგებზე კომენტარებით კოლეგებთან დავამყარეთ უკუკავშირი. გავუზიარეთ მოსაზრებები ერთმანეთს. ბოლოს შევისწავლეთ ბროშურის შექმნა და ვიმუშავეთ მის დიზაინზე. მივიღეთ საშინაო დავალება, კერძოდ გადავიკითხოთ პროექტით სწავლება, დავათვალიეროთ კოლეგების ბლოგები და კომერნტარების საშუალებით დავამყაროთ უკუკავშირები.

    Thursday, July 5, 2018

    პროექტის თემა

       ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება,  უმნიშვნელოვანესია, რასაც ყველაზე მეტად მათი სპორტით დაკავება უწყობს ხელს.   
        როგორც მოგეხსენებათ, მძლეოსნობა სპორტის ერთერთი ყველაზე პოპულარული ოლიმპიური სახეობაა. ასეთი პოპულარობის გამო მას „სპორტის დედოფალს“ უწოდებენ.
           სამწუხაროდ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ბოლო პერიოდში ძალიან მოიკლო  სპორტის ამ სახეობით მოზარდების დაინტერესებამ.
             პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მძლეოსნობის შესახებ. გაეცნობიან თითეული სახეობისა თუ ქვესახეობის სპეციფიკას და ზოგად წესებს. ინტერნეტის და სპორტული ლიტერატურის გამოყენებით მოაგროვებენ ინფორმაციას მსოფლიოში და საქართველოში გამოჩენილი მძლეოსანი სპორტსმენების  შესახებ. ინტერვიუს საშუალებით მოიძებენ ინფორმაციას თელაველი მძლეოსნების და იმ ადამიანების შესახებ, ვინც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის. გააანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას და მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ პრეზენტაციებს, ინფორმაციას განათავსებენ სკოლის ვებგვერდზე. აღნიშნულ სპორტის სახეობასთან დაკავშირებით შექმნიან ბროშურას და წარუდგენენ თანატოლებს.